|
ZENVO - ექსკლუზიური სუპერქარი ამერიკელებისთვის
|
||||
|
||||
|
სუპერქარების ჰოლანდიურმა მწარმოებელმა, Zenvo-მ და კომპანიამ, Red Sea Distribution-მა, რომელიც ამ ბრენდის ავტომობილების ექსკლუზიური დისტრიბუტოტორია ჩრდილოამერიკულ ბაზარზე, აშშ-ისთვის Zenvo ST-1-ის სპეციალური მოდიფიკაცია მოამზადა. ექსკლუზიურ მანქანას შეზღუდული ტირაჟით, 3 ცალს გამოუშვებენ. სუპერქარი აღიჭურვება მოდერნიზებული, 7 ლიტრიანი, 8 ცილინდრიანი ძრავით და 7 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, რომლის გადაცემათა გამოცვლა შესაძლებელი იქნება საჭის ქვეშ მოთავსებული ღილაკების მეშვეობით. სპეცვერსიისთვის ძრავის სიმძლავრე 1250 ცხენისძალამდე გაზარდეს. მაქსიმალური ბრუნთა მომენტი 1500 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ამგვარი ძალოვანი დანადგარით ექსკლუზიური Zenvo ST-1-ის აჩქარება სამ წამზე ნაკლებ დროში მოხდება. სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია ელექტრონული მოწყობილობით და 375 კმ/სთ-ის ტოლია. ავტომობილის განსაკუთრებული მოდიფიკაცია შეიღებება სამი ფერიდან ერთ-ერთით (წითელი, თეთრი, ცისფერი). სალონში გაჩნდება ყოველი მანქანის ინდივიდუალურ ნომრიანი ფირნიში და მონოგრამიანი სავარძელი. სიახლე შეიმოსება ბორბლების დისკებით, რომელიც მაგნიუმის შენადნობისგანაა დამზადებული. მყიდველი, საჩუქრის სახით, Aspen-ის მაჯის საათს მიიღებს, რომელიც 49 000 დოლარი ღირს. Zenvo-ს სუპერქარის ექსკლუზიური ვერსია ამერიკაში 1.8 მილიონი დოლაღი ეღირება. საერთო ჯამში კომპანია Zenvo ST-1-ის 15 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს. |



დავით ჩუბინიძე
2011-11-04
0
ვალუტის კურსი
-0.0026

