Opel-ის „ცოცხალი“ ფოტო–სესია
 დავით ჩუბინიძე  ავტო  2011-08-04  0

2011 წლის აპრილში Opel-მა უკვე წარადგინა თავისი ახალი სამკარიანი ჰეჩბექის, Opel Astra GTC-ის ფოტოები. თუმცა მაშინ გერმანელებმა უარი თქვეს რაიმე ინფორმაციის გავრცელებაზე მანქანის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ. ფოტოებიც კი არ იყო ბევრი. მხოლოდ სამი და ისიც კომპიუტერული.

ამჯერად Opel-მა ავტომობილის „ცოცხალი" ფოტოები გაავრცელა. თვით მოდელს კი სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარადგენენ. ევროპაში მანქანის გაყიდვა შემოდგომაზე დაიწყება. Opel-ის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ეს უბრალო Opel Astra GTC უბრალო ჰეჩბექი არ არის. მათი სიტყვით, ის უფრო სერიოზული მოდელია, რომელიც Volkswagen Scirocco-ს გაუწევს კონკურენციას.

ალბათ, ეს სიმართლეს შეესაბამება, რადგან ავტომობილის გარეგანი სახე ძალიან კარგია. ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ მანქანა სერიოზულად განსხვავდება ხუთკარიანი ჰეჩბექისგან. Astra GTC 15 მმ-ით დაბალია ჩვეულებრივ, ვიდრე ჩვეულებრივი Astra, თვლების ბაზა 10 მმ-ით გაზარდეს. გარდა ამისა, მანქანა აღიჭურვება HiPerStrut (High Performance Strut) წინა საკიდარით, რომელიც ადრე შეგვეძლო გვენახა „შეიარარებულ" 325 ცხძ-იან Opel Insignia OPC-ზე. ამას დაემატება FlexRide-ის შასი, სამი რეჟიმით: Standart, Tour და Sport.

Opel Astra GTC-ის მოჰყვება ოთხი ტიპის ძრავა. ესაა 1.4 ლიტრიანი, 120 ცხძ-იანი, ბენზინის ძრავა, იგივე მონაცემებით, ოღონდ ტურბოკომპრესორიანი-140 ცხძ-იანი, 1.6 ლიტრიანი, 180 ცხძ-იანი Turbo და 2.0 ლიტრიანი, 165 ცხძ-იანი დიზელი.

 


  ვალუტის კურსი
1.6384   -0.0026
2.1688   -0.0022
2.5903   -0.0102
5.5018   -0.0085
  ამინდის პროგნოზი
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 5 °C + 4 °C
ღამით -3 °C -6 °C



2012 © SAINTERESO.COM All rights reserved
Created by:Boom.ge