სექს-გაფიცვა ნეაპოლურად
 მირა  საინტერესო ამბები  2011-01-30  2

უჩვეულო გამოდგა საახალწლო სამზადისი იტალიაში, როდესაც ქალაქ ნეაპოლის ასობით მცხოვრებმა ქალბატონმა საყვარელ მამაკაცებს დაემუქრნენ. თუკი ისინი, ახალი წლის წინა დღეებში პირობას არ დადებენ, რომ არალეგალურ ფეიერვერკებს არ მოაწყობდენ, ქალური ალერსის გარეშე დარჩებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ნეაპოლელი ქალების ინიციატივას სავსებით დაეთანხმა. უფრო მეტიც, მათ გაავრცელეს დიდი რაოდენობის სატელეფონო ტექსტური შეტყობინება, რომელშიც მამაკაცებს "სიყვარულისა და არა აფეთქებების მოწყობისკენ" მოუწოდებდნენ.

ქალები, თავის მხრივ, აღნიშნავდნენ, რომ სექს-გაფიცვა, პარტნიორების დარწმუნების ერთადერთი საშუალება იყო და ამით ქალებს ისევ საყვარელი მამაკაცების დაცვა ჰქონდათ განსაზღვრული იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ფეიერვერკები წარმოადგენს.

"პირატული პეტარდების გაშვება, არ არის დღესასწაული, ეს უფრო რისკია", - განაცხადა საგაფიცვო ჯგუფის მომწყობმა, 44 წლის კაროლინა სტაიანომ გაზეთ შტამპა-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან დაარწმუნა ყველა თავის მიმდევარი, რომ თუ მამაკაცებს არ ესმით საფრთხე, ქალებმა "ყველა ზომა უნდა მიიღონ და ისინი დასაძინებლად დივანზე გაუშვან".

 

"თუ სექს-გაფიცვა - ერთადერთია, რითიც შესაძლებელია ჩვენი მამაკაცების, ქმრების, პარტნიორებისა და ვაჟების ყურადღების მოპყრობა - მაშინ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა სტაიანომ.

აქციის ინიციატორი, რომელსაც მხარი დაუჭირა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტმა, არამედ ადგილობრივმა ეკლესიებმა, აცხადებს, რომ ის პირადი გამოცდილებიდან საუბრობს. მთელი ცხოვრების მანძილზე უვლის მამას, რომელიც ნაწილობრივ პარალიზებულია და მისი დაბადების წინ, სწორედ ახალი წლის ღამეს, ფეხებთან აფეთქებული პეტარდის გამო ეპილეფსიით დაავადდა.

 

აქცია სტოიანომ ნეაპოლიდან 40 კილომეტრში მდებარე თავის მშობლიურ ქალაქ ლეტერეში დაიწყო, თუმცა, მან ასობით ქალის გული მოიგო და პრესის მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.
"მე მირეკავენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენთან შეერთება სურთ. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასეთ ქარიშხალს გამოვიწვევდი", - აცხადებს ის.

სექს-გაფიცვის იდეა მას არისტოფანის ძველმა ბერძნულმა პიესამ "ლისისტრატამ" მიაწოდა, რომელშიც ათენელმა ქალებმა თავის მამაკაცებთან სექსზე უარი განაცხადეს იმ დრომდე, სანამ ისინი მტერ-სპარტანელებს არ შეურიგდებოდნენ.

ადგილობრივი საბჭოს წევრი, ექიმი ვინჩენცო სორენტინო, რომელიც უკვე დიდი ხანია საუბრობს არალეგალური ფეიერვერკების საფრთხეზე, აცხადებს: ამგვარი ზომა - წარმოადგენს "საკითხს, რომლის მიმართ მამაკაცები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან".

"თავშეკავების იდეა არც თუ ისე პოპულარულია და აქაურ მამაკაცებს შორის გამოკითხვა ცღადყოფს, რომ ისინი მზად არიან მიმდინარე წელს უფრო სერიოზულად მიუდგნენ პირატული პეტარდების პრობლემას", - აღნიშნავს ის.
საახალწლო ქაოსის აღმოფხვრის მიზნით მანამდე გამოყენებული ხერხები ფუჭი გამოდგა, დასძენს სორენტინო; ეხლა კი მას წარმატების იმედი აქვს. მისი თქმით, ქალები "უფრო სერიოზულების არიან - და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს".

 

მიუხედავად ასეთუ განწყობისა, 2009 წელი ნეაპოლში მაინც ფეირვერკების თანხლებით დადგა. თუმცა, ქალებმა მუქარა დაივიწყეს და ზეიმიც საყვარელ მამაკაცებთან ერთად, ჩვეულად გაატარეს. ეს ფოტო კი 2011 წლის დადგომიდან 3 საათშია გადაღებული. მორიგ ფეიერვერკს, ნეაპოლში მორიგი მანქანა ემსხვერპლა.

 

 

   


  ვალუტის კურსი
1.6384   -0.0026
2.1688   -0.0022
2.5903   -0.0102
5.5018   -0.0085
  ამინდის პროგნოზი
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 5 °C + 4 °C
ღამით -3 °C -6 °C



2012 © SAINTERESO.COM All rights reserved
Created by:Boom.ge