ავტომობილი შეზღუდული ტირაჟით
 დავით ჩუბინიძე  ავტო  2011-11-04  0

კომპანიამ Aston Martin და პარიზის მოდის სახლმა Colette, კომპაქტ-კარის Cygnet სპეციალური მოდიფიკაცია შეიმუშავეს. ამგვარი ავტომობილი შეზღუდული ტირაჟით, 14 ეგზემპლარი გამოვა და მას ხელით ააწყობენ ბრიტანული მწარმოებლის მანქანების პერსონალიზაციის განყოფილების ინჟინრები.

მანქანა ვერცხლისფრად არის შეღებილი და დამატებული აქვს ლურჯი ფერის წერტილები და ხაზები „კაპოტზე", რადიატორის ფარის გარშემო, თვლების დისკებსა და უკუხედვის სარკეებზე. კომპაქტური Aston Martin-ის სალონი გაწყობილია ყავისფერი ტყავით, მზისგან დამცავი საფარები კი ალკანტარით. გარდა ამისა, უკანა სავარძელზე მოთავსებული იქნება ლურჯი ფერის ბალიშები. სანავიგაციო სისტემის ჩართვისას მონიტორზე გამოჩნდება სპეციალური მოდიფიკაციის დასახელება-Cygnet & Colette.

ავტომობილებზე შეკვეთებს პარიზში, Colette-ის ბუტიკებში მიიღებენ. პირველი კლიენტები თავიანთ მანქანებს მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებენ. Aston Martin Cygnet-ის სპეცვერსიის ფასი 48 995 ევროდან დაიწყება.



  ვალუტის კურსი
1.6384   -0.0026
2.1688   -0.0022
2.5903   -0.0102
5.5018   -0.0085
  ამინდის პროგნოზი
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 5 °C + 4 °C
ღამით -3 °C -6 °C



2012 © SAINTERESO.COM All rights reserved
Created by:Boom.ge