|
სპორტული საბურავები და ყვითელი კანტები
|
||||
|
||||
|
Chevrolet-მ Camaro-ს კუპეს სპეციალური მოდიფიკაცია მოამზადა, რომელიც მიეძღვნა ახალი ფილმის, Transformers 3-ის (Dark Side of The Moon) ეკრანებზე გამოსვლას. შეკვეთების მიღება მანქანაზე, რომელიც ფილმის ერთ-ერთი გმირის, Bumblebee-ს სტილშია გადაწყვეტილი, ამერიკულ ბაზარზე ა.წ. ივლისიდან დაიწყებენ.
სპეციალურ მოდიფაკაციას მხოლოდ 2LT და 2SS კომპლექტაციისთვის შესთავაზებენ. ისინი აღიჭურვება 312 ცხენისძალიანი, 3.6 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი და 426 ცხენისძალიანი, 8 ცილინდრიანი, 6.2 ლიტრიანი ძრავებით. კუპე მხოლოდ ყვითლად შეიღებება და შავი ხაზები მთელ ძარაზე იქნება გადაჭიმული. ავტომობილს ექნება ახალი უკანა სპოილერი, ბორბლების 20 დუიმიანი დისკები, სპორტული საბურავები და „ავტორობოტების" წარწერიანი ფირნიშები წინა თაღებზე.
განსაკუთრებული Camaro-ს ინტერიერი გაწყობილი იქნება შავი ტყავით. ხელსაწყოების დაფაზე, ცენტრალურ კონსოლზე, სავარძლებსა და ხელების ჩამოსადებზე კი დამატებული იქნება ყვითელი კანტები. სავარძლების თავის მისაყუდებელზეც ამოქარგული იქნება Transformers 3-ის ემბლემა.
ოპციის სახით მყიდველს შესთავაზებენ შავად შეღებილი ბორბლების 21 დუიმიან დისკებს და ძარის დამატებით აეროდინამიკურ ელემენტებს.
აშშ-ში სიახლე ჩვეულებრივ Chevrolet Camaro-ზე 3 000 დოლარით ძვირი დაჯდება. პირველი კლიენტები საკუთარ ავტომობილებს სექტემბერში მიიღებენ.
|



დავით ჩუბინიძე
2011-11-04
0
ვალუტის კურსი
-0.0026

